საერთო საფუძველი: ომის საწინააღმდეგო განცხადება

No war
6 min readOct 25, 2020

--

18 ოქტომბერი, 2020

ვიქტორ ივანოვი

მსგავსი ტექსტების კითხვისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მათი რეალური გავლენა უმნიშვნელოა, ეუთოს მინსკის ჯგუფისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე უძლურ განცხადებებთან შედარებითაც კი. ამრიგად, მათ მიზანს წარმოადგენს არა ზუსტად გაზომვადი გავლენის მოხდენა, არამედ აწმყოსა და მომავლისთვის იმ პრინციპების გაცხადება, რომლებიც აზუსტებს წარსულში იმ უძლური ინდივიდებისა და ჯგუფების პოზიციას, რომლებსაც დღეს ბრძოლაში უკან დახევა აღარ შეუძლიათ.

ეს არის ბრძოლა უთანასწორობის, ჩაგვრის, ნაციონალური სახელმწიფოების ლოგიკისა და იმპერიალისტური მისწრაფებების ფონზე წარმოშობილი რეგულარულად ფეთქებადი შეიარაღებული კონფლიქტებისა და ავტორიტარული სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ, უგულებელყოფენ და ლახავენ ადამიანურ ღირსებას.

ომის შესაჩერებლად დღევანდელი ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს სომხურ-აზერბაიჯანული შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოგრომების ჯაჭვის დასრულებას და ახალი ომების შესაძლებლობის აღმოფხვრას, არის არა მხოლოდ ანტისაომარი, არამედ ანტიკოლონიური, ანტიკაპიტალისტური და ანტიფაშისტური ბრძოლა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ბრძოლა თავს დაგვატყდა ორი სრულმასშტაბიანი ომისა და სასიკვდილო პანდემიის პარალელურად.

ამგვარ ტექსტზე მუშაობა საშუალებას გვაძლევს გარკვეულწილად გამოვიდეთ მიმდინარე მოვლენებიდან და უფრო ფართოდ შეხვედოთ რეალურ სურათს. თუმცა, მასობრივი სისხლისღვრა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება ათასობით ადამიანის მონაწილეობით, ორივე ქვეყნის მხრიდან, არ გვაძლევს საომარი მოქმედებებიდან დისტანცირების საშუალებას.

მიმდინარე ომი 27 სექტემბერს დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტის დაკვეთით და თურქეთის ხელისუფლების სრული მხარდაჭერით. თუმცა, ეს არის 1994 წელს გაყინული ომის პროგნოზირებადი გაგრძელება, რომელსაც არასდროს მოუტანია მშვიდობა, ისევე, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ ელიტებს შორის ათწლეულებით მიმდინარე ფუჭ და დახურულ მოლაპარაკებებს. ეს არის კლასობრივი/ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭების, შოვინიზმის, ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე პოლიტიკური სარგებლის მიღების, საზოგადოებების ერთმანეთისგან იზოლირების, ვაკუუმის შექმნის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხედვის ამოძირკვის ხანგრძლივი პროცესის გაგრძელდება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც სოციალისტებმა და ვერც ლიბერალებმა ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ იმ ქსენოფობიურ ენას, რომელმაც შეუძლებელი გახადა არსებითი მოლაპარაკებების წარმოება. ქოჩარიანის აბსურდული განაცხადი სომხებისა და აზერბაიჯანელების გენეტიკური შეუთავსებლობის შესახებ, ბევრი ადამიანის მიერ, უდავო ფაქტად იქნა აღქმული და წარმოჩენილი.

ორმა ყოფილმა იმპერიამ, რომელიც რეგიონში უფრო აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, თავის მხრივ, ამ ომისთვის ნაყოფიერი ნიადაგი მოამზადა. ორივე დიქტატორი, რომელსაც რუსეთისა და თურქეთის ხალხების ძალაუფლება აქვთ ხელში ჩაგდებული, ერთ ენაზე საუბრობს და სხვადასხვა წლებით დათარიღებული დაცემული იმპერიების რუკებით ხელმძღვანელობს.

ახდენდა თუ არა გავლენას 2018 წლის მასობრივი სახალხო მოძრაობის, “ხავერდოვანი რევოლუციის” შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ნიკოლ ფაშინიანიზე და მის პარტია “სამოქალაქო კონტრაქტზე” ათწლეულების განმავლობაში მომუშავე პროპაგანდისტული მანქანა? რა თქმა უნდა, კი. ამისი ნათელი მაგალითია ნიკოლ ფაშინიანის მიერ სტეფანაკერტში გაკეთებული განცხადება: “არცახი არის სომხეთი. წერტილი.” ჩვენ გვჯერა, რომ არსებითი და გამჭვირვალე საუბრებით, ორმხრივი დათმობებით და სამართლიანობის და ხანგრძლივი მშვიდობის ძიების პრინციპით წარმართული მოლაპარაკებების პროცესით შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. ისტორიამ არ იცის სიტყვა “თუ” და არ გვაძლევს საწყის წერტილზე დაბრუნების შესაძლებლობას, თუმცა ის კიდევ ერთხელ გვიტოვებს არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის.

ომი ადამიანებს კატასტროფულად ცვლის. ის ცვლის მათ აღქმასა და საუბარს მშვიდობის შესახებ.

ომის კონტექსტში იქმნება ახალი დისკურსი, რომელიც ვრცელდება როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში: ”ჩვენ არ დავუტოვებთ ომს შემდეგ თაობას”. ამას ამბობენ როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი მოხალისეები და წვევამდელები.

მითოლოგიზირებული ისტორიის სახელმძღვანელო, პირადი და კოლექტიური ტრავმა, მედიაში გაშუქებული პროვოკაცია, რომელიც ყოველთვის სხვის მიერ არის ორგანიზებული და ერი-სახელმწიფოების დამსახურებით შექმნილი მოვლენათა ჰორიზონტი, ომის, განადგურების და თვითგანადგურების გზის არჩევისკენ გვიბიძგებს.

ჩვენ შეგნებულად ვირჩევთ მშვიდობას.

ომის გამანადაგურებელ შედეგებზე პასუხიმგებლობა ეკისრება მას, ვინც ირჩევს ომს. ამასთან, ყველა ანტი-საომარმა ძალამ, ინდივიდუალურმა თუ კოლექტიურმა, უნდა მოითხოვოს ყველა მონაწილე მხარის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიება და პასუხიმგებელი პირების დასჯა. ომის უარყოფის პირველი ნაბიჯი კონფრონტაცია, აღიარება და ჩადენილ სასტიკ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაა.

მედიის პროპაგანდის გავლენის ფონზე, აღნიშნული სასტიკი ქმედებები ახალი სახის ბარბაროსობაში გადაიზარდა. დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების დამცირება, ტყვეთა სიკვდილით დასჯა და გვამების ძარცვა მხოლოდ ბრძოლის ველზე აღარ გვხვდება, ის მასმედიის პროდუქტი გახდა. რიგითი ადამიანები, რომლებიც სამომხმარებლო საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, ამავე დროს, მიმართავენ “ხალხს”, “ღმერთს”, “მეგობრებს”, “ნათესავებსა” და “წინაპრებს”, რომელთაგანაც მათ, სავარაუდოდ, მემკვიდრეობად მიიღეს წმინდა ომის წარმოების დიდებული მისია. ალბათ, სამხედრო მელოდრამებთან და თინეიჯერი ჯარისკაცების ეროტიზებულ ფოტოებთან ერთად, პორნოგრაფიული, ომის დანაშაულის დესტრუქციული ფოტოებიც რეალობაა. როგორც აკრძალული ნარკოტიკი, ის ერთი ნაცნობიდან მეორეზე ვრცელდება. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათი ნათესავების შესახებ ეძებენ ინფორმაციას, სახელმწიფო ან სამოყვარულო შეფუთვის ეს პრეპარატი ხდება პანიკისა და ეიფორიის შეტევების ხარჯზე აპათიის გადავადების საშუალება. აი, ამგვარად, ხდება ძალადობისა და მასობრივი მკვლელობების ნორმალიზება და ისინი ომის შემდეგ, აუფეთქებელ ნაღმებთან ერთად, რჩებიან ჩვენთან.

ჩვენ არ ვიყავით მზად, იმის დასაჯერებლად, რომ ეს თავისებური სახის ნეკროფილია, ორივე ქვეყანაში, ასე სწრაფად გახდებოდა ჩვენი საინფორმაციო სივრცის ნაწილი. ეს არის გენოციდის ახალი ენა, რომელიც უნდა გაქრეს.

ომის შემდეგ მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ორივე ხალხის უფლებების მკაფიო აღიარება (და სწორედ ეს იყო სომხეთის ახალი ხელისუფლების ნაკლოვანება, ამ მხრივ, ბოლო ორი წლის განმავლობაში). მთიანი ყარაბაღის სომხების თვითგამორკვევისა და უსაფრთხოების უფლებების გვერდით, ჩვენ უნდა დავაყენოთ მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიების იმ აზერბაიჯანული მოსახლეობის უფლებები, რომლებიც ომის დროს გააძევეს აღნიშნული ტერიტირიებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლებები მიღებულ იქნას სომხეთში და სომხურ დიასპორას შორის.

ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვისაუბროთ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონიდან (NKAO) წამოსული სომეხი და აზერბაიჯანელი ლტოლვილების უფლებების აღდგენაზე.

ომის რთულ დღეებშიც კი უნდა გვახსოვდეს, რომ ტერიტორიები, რომლებიც რუკაზეა მონიშნული, ხალხის სახლია: მრავალი სომეხის და აზერბაიჯანელისთვის დაკარგული სახლი.

საუბარი ლტოლვილთა უფლებების აღდგენაზე არ გულისხმობს პირველადი და მეორადი მნიშვნელობის ჯგუფებს. მათი ეთნიკური იდენტურობის, საცხოვრებელი ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, ეს ხალხი ნაციონალიზმისა და ომის მსხვერპლი და გადაუჭრელი კონფლიქტის მძევალია.

ახლა, მიმდინარე ომის დროს, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთდროულად ლტოლვილთა უფლებებისა და პირადი უსაფრთხოების სრული აღდგენა, თუმცა, მშვიდობისა და სამართლიანობის დამცველებმა უნდა აღიარონ, რომ დარღვეული უფლებების უგულებელყოფა ხელს უწყობს უსამართლობის გაგრძელებას და კვებავს ორმხრივ სიძულვილს.

მათი ოკუპაციის შემდეგ, ყოფილი NKAO-ს მიმდებარე ტერიტორიები გამოიყენებოდა სტატუსის მისაღებ ბერკეტად. ტერიტორიები სტატუსის სანაცვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, ნელ-ნელა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის არგუმენტით, ელიტებმა და ინტელიგენციამ ეს ტერიტორიები ჯერ უსაფრთხოების გარანტიად განსაზღვრა (და დღევანდელი ტრაგიკული რეალობა ყველაზე ძლიერი არგუმენტია ამ ილუზიის წინააღმდეგ), შემდეგ კი წმინდა მიწად, რომლისთვისაც სისხლი დაიღვარა.

თითქოს ადამიანები ომის უკვდავსაყოფად იღუპებოდნენ.

დისკურსის ამგვარი ტრანსფორმაცია ამ ტერიტორიების კაპიტალისტური მითვისების შედეგიც არის. ამ მიწების მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ამასთან ერთად, არის ამ კერძო საკუთრების მსახური? აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაბრუნებული კვადრატული მეტრები გახდება პირველი ომის დროს განდევნილთა სახლი თუ იქნება ძველი მფლობელების ახალი ნაკრძალი?

ჩვენ ყველა დაგვამარცხა კაპიტალმა და იმ დაუსაბამო ბურჟუაზიულმა იდეოლოგიებმა, რომლებმაც ის აკურთხეს. მიუხედავად იმისა, რომ მიწა კაპიტალისტის საკუთრებაა, კაპიტალის საფულიდან გამოკვებილმა იდეოლოგებმა ერის მიერ მიწის კუთვნილების დამაჯერებელი ილუზია შეუქმნაეს, როგორც სომხურ ისე აზერბაიჯანულ მხარეს. მიწამ მოიპოვა ნაციონალობა, საზღვარი, ღობე. კურთხეულია საკუთრების უფლებები.

ჩვენ დავუშვით კლასობრივი მეგობრობისა და სოლიდარობის დისკრედიტაცია და დავრჩით ალყაშემორტყმული ეროვნული იდენტობის ციხესიმაგრეში. მაგრამ, რაც უფრო მეტად იზრდება სომხეთის და აზერბაიჯანის ციხესიმაგრეების კედლები, მით უფრო ვიწრო ხდება ჩვენი დამაკავშირებელი წრე. ამ ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტმა ყველაფერი წაგვართვა. მან ლეგიტიმური გახადა ექსპლუატაციის, უსამართლობისა და უთანასწორობის ურღვევი პოლიტიკა, დაასახიჩრა ჩვენი ღირსება, წარმოსახვა და ოცნებები. ნუთუ მართლა ვაპირებთ, კიდევ ერთხელ, დავმორჩილდეთ კაპიტალისტური სისტემის კარნახს, უკან დავიხიოთ და დავთმოთ სიცოცხლისა და არსებობის უფლება? ვაპირებთ, ამჯერადაც შევეგუოთ ტანჯვის და იმედგაცრუების მხარეს დარჩენას და მივიღოთ მტრობა და მეტი მწუხარება ამის კომპენსაციად?

საზოგადოებების რევოლუცია, მშვიდობის გზით უფლებების აღდგენა და მისთვის ბრძოლა, უნდა გახდეს როგორც ყველა პროგრესული, ასევე ანტიავტორიტარული, ანტიკაპიტალისტური, ანტიკოლონიური, ფემინისტური და ეკოლოგიური ჯგუფების მისია. სხვა გზის არ არსებობის შემთხვევაში, სწორედ ამ ჯგუფებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ჰარმონიული განვითარების ეს გზავნილი.

საკითხის ფართოდ გაანალიზებისას, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ახლა აქვთ რეგიონის ხალხებს წინათ და ამჟამად არსებული ეროვნული საკითხების ინსტრუმენტალიზაციის პრობლემის თავად გადაჭრის შესაძლებლობა, უცხო, იმპერიალისტური ძალების მიერ ხალხის მარიონეტებად გამოყენების აღკვეთის გზით.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმის აუცილებლობას, რომ ისტორია უნდა გაცდეს ნაციონალური სახელმწიფოს საზღვრებს, სოლიდარობის საფუძველზე აშენდეს სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორუფლებიანი გარემო, და მოხდეს საზოგადოებების ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფა. ნებისმიერი ბრძოლა, რომელიც ამ იმპერატივიდან გამომდინარეობს, გლობალური ბრძოლის ნაწილია, მაგრამ ნებისმიერ ადგილობრივ და მოკლევადიან მოქმედებებს ესაჭიროება მკაფიო დღის წესრიგი. ჩვენ გთავაზობთ ამ ქმედებებს, როგორც სახელმძღვანელოს ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან:

● დაუყოვნებილვი ცეცხლის შეწყვეტა!

● ომის გამომრიცხავი დისკურსის განვითარება, რაც გულისხმობს იმ მთავრობების ლეგიტიმაციის გაუქმებას, რომლებიც არ უზრუნველყოფენ მშვიდობის დამყარების გარანტიებს, არიან არადემოკრატიულები და არაჰუმანურები

● იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთა უფლებებიც საერთო მობილიზაციის დროს დაირღვა

● ორივე მხარის მიერ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გახმოვანება და დაგმობა

● ისეთი დისკურსის შემუშავება, რომელიც ადამიანის უფლებათა სრული აღდგენის აუცილებლობას სასაზღვრო პრეტენზიებზე მაღლა აყენებს

● ხალხთაშორისი დიპლომატიის ყველა მეთოდის გამოყენებით ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ დონეზე სოლიდარობის, საერთო ინტერესებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება

● რეგიონის დემილიტარიზაცია, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდასხმითი იარაღის პროპორციულად და თანმიმდევრულად ისტორიულ და რეალურ ნაგავსაყრელებზე გაგზავნას

გაუმარჯოს მშვიდობას და რევოლუციას, რომელიც ხვალ მოვა!

Aram Amirbekyan
Hrayr Savzyan
Gayane Ayvazyan
Anton Ivchenko
Davit Selimyan
Milena Abrahamyan
George Qehyan
Arevik Martirosyan
MZ
Gevorg Mnacakanyan
Haik Petrosyan
Alla Parunova
Qamee Abrahamyan
Stella Chandiryan
Armine Zakaryan
Hasmik Geghamyan
Sona Dilanyan
LS
Lilith Hakobyan
Ani Tuniants
Marusya Sepkhanyan
Milena Adamyan
Ani Tadevosyan
arthur sharoyan
VS
Rubina Shahnazaryan
Ran Vosseyan
Tamar Shirinyan
Eliza Mkhitaryan
Kovalova Oleksandra
Julia Kislev
Yulia Adelkhanova
Rovshana Orujova
Leon Rafi Aslanov
Gohar Shahnazaryan
Christina Soloyan
Anna Abramyan-Bagramyan
Sati Sargsyan
A Artoonian
LWB
Anahid Yahjian
Antti Rautiainen
Melanie Goushian
Anna Omelchenko Gharibyan
Arthur Avakov
Rezi
Alexey Sergienko
Vano Chelovekov
Tamta Tatarashvili
Ruslan Usifov Wizzacaveats-Zade
Ani Revazyan
Dallakyan Olgert
Tatiana Rita Yusuf
VS
Arthur Minasyan (joining with reservations)
Zoe Clausen
Avetik Karagulyan
dm
Olga Chernyshova
Inna Dimitryan
Shyngys Toleubaev
Alexander L.
Vasiliy Maksimov
E. V.
Zhasmina Gyozalyan
Flora Ghazaryan
Hasan Kasumov
Anna Harutyunyan
Ani Revazyan
Artak Adam Arakelyan
Kristine Shahoyan
Mkhitaryan Ruben
Razmik
Sophia Armen
Stepan Danoyan
Diego Ardouin
Nik Matheou
Alex Bearhug
Denis Dreisbusch
Sergey K
Nijat Yusubov
Asatryan Sirarpi
Grigor Ohanyan
Mane Grigoryan
Jonas Rein
AA
Thibaut Manoukian
Nona Shahnazarian
Samir Ibrahimov

Join the statement here: https://forms.gle/9wCdb9p6wBKTWp9P8

Armenian: shorturl.at/iqQZ7
Russian: shorturl.at/cmAT2
English: shorturl.at/tHILZ
Azerbaijani: shorturl.at/pxW18
German: shorturl.at/oxMQ2
French: shorturl.at/jvwOX
Czech: shorturl.at/eqLSZ
Spanish: shorturl.at/amqE3

--

--